Saturday, October 17, 2009

proeqti


1.პროექტის თემა: ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოში XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში.
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტი ითვალისწინებს საქართველოში XIX საუკუნის IIნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებული ხელოსნური დარგების,ხელოსანთა გაერთიანებების და ხელოსანთა სოციალური მდგომარეობის მიმოხილვას.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტი ითვალისწინებს XX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებული ხელოსნური დარგების მოძიებას, დამუშავების წესებს, სავაჭრო ურთიერთობებში ხელოსნური წარმოების როლს, ასევე ხელოსანთა გაერთიანებების-ამქრების წარმოშობას, სტრუქტურას, წევრთა უფლება-ვალდებულებებს,წარმოების პირობებს და სხ. გამომდინარე აქედან,პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად:Iჯგუფი იმუშავებს თვითონ დარგების მოძიებაზე, IIჯგუფი-მოახდენს დამუშავების ხერხებზე მასალის მოძიებას,IIIჯგუფი-მასალებს მოიძიებს ამქრების შესახებ, IVჯგუფი-მოიძიებს შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას, დროშებს.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:5 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თითოეული ჯგუფის მიერ მოძიებული მასალის დალაგება, გაანალიზება, გაზიარება, ფოტოგამოფენა, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:ტექსტური მასალა, ფოტოგამოფენა, სლაიდშოუ, პრეზენტაცია.
8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან XIX საუკუნის IIნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისის ხელოსნურ დარგებს, რომლებიც საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი საქართველოში,მიიღებენ ინფორმაციას ამქართა სტრუქტურის შესახებ, გაიმდიდრებენ ინფორმაციას ამ პერიოდის საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ არიან.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია-გეოგრაფია. მასალის მოძიების, დალაგების, ანალიზის უნარჩვევების გამომუშავება, სივრცესა და დროში ორიენტაციის უნარი.
12.პროექტის ფასილიტატორი:ანა ქასოშვილი,177-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:anaqasoshvili@gmail.com anaqasoshvili@rambler.ru
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:annaqasoshvili.blogspot.com